image

თემა: სულიერი ბრძოლა,  სიმდაბლე

დაუკვირდით საკუთარ თავს. ერთ რამეს გეტყვით, უფრო სწორედ, გავიმეორებ უკვე ნათქვამს: წარმატება სულიერ ცხოვრებაში განისაზღვრება საკუთარი უსარგებლობის სულ უფრო და უფრო ღრმა განნობიერებით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ასე რომ, როგორც კი საკუთარ თავს ფასს დასდებთ, რანაირ ურთიერთობაშიც არ უნდა მოხდეს ეს, ნიშნავს, რომ საქმე გამრუდდა და ხიფათი ახლოსაა. ჩაგისაფრდებათ მტერი, დაგიწყებთ თვალთვალს, იხელთებს დროს და ქვას დაგიდებთ, რომ როგორმე ფეხი წამოჰკრათ. სული თუ საკუთარ თავს აფასებს, ჰგავს ყვავს, რომელმაც ყველი დაკარგა. საკუთარი საქმეებისა და შრომების დაუნახაობაა საჭირო. შეგეწიოთ ამაში უფალი! იმაზეც იზრუნეთ, რომ სულში წარმოსახვებს ნაკლებად ჰქონდეს ადგილი, ვიდრე აზრებსა და გრძნობებს. თქვენ მიერ დაწყებული გონებრივი ლოცვა დაგეხმარებათ წარმოსახვების დინების შეწყვეტაში. იშრომეთ. დადგება მომენტი, როცა სისხლმდინარე ქალის მსგავსად შეიგრძნობთ ამ დინების შეწყვეტას (ლუკა 8, 44).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები