ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: სიმდაბლე
სულიერი აღშფოთება და ვნებები სისხლს ამღვრევენ და ზიანს აყენებენ სხეულის სიმრთელეს. მარხვა და საერთოდ, თავშეკაებული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაფურჩქვნისათვის...
ლოცვას შეჰყავს სული ღვთის გარემოში, რაშიც სიცოცხლის ესვის გადგმული, ხოლო სულის მეშვეობით სხეულიც თნაზიარი ხდება ამგვარი ცხოვრებისა. სული თუ შემუსვრილია, სინანული და ცრემლი ძალებს როდი ართმევენ მას, პირიქით - მატებენ, რამეთუ სულს განამხიარულებენ...
თქვენ გსურთ, შემუსვრილობამ და ცრემლებმა არასოდეს მიგატოვოთ. უმჯობესია ისურვოთ თქვენში ყოვეთვის სუფევდეს ღრმა სიმდაბლის სული. მისგანაა ცრემლები და შემუსვრილობა... ისინი ქედმაღლობას ვეღარ წარმოშობენ, რამეთუ მტერი მათი მეშვეობითაც ახერხებს ღვარძლი აღმოაცენოს.
შემუსვრილობას ზოგჯერ თან ახლავს სულიერი გაორება. მაგრამ ნამდვილი შემუსრვილობა ხელს არ უშლის წმიდა სულიერ სიხარულს და მასთან მეგობრულად თანაცხოვრებას, აფარებს რა, ერთგვარად თავს, მის ფრთებქვეშ.
როგორ მიდის თქვენი თავის შეფასების საქმე? აიღეთ მახვილი, ანუ ყოველთვის მოიშველიეთ სიმდაბლე, საკუთარი თავი დაამცირეთ და შეუბრალებლად მოჰკვეთეთ თავი ამ დაუძინებელ მტერს.