image

თემა: ლოცვა,  სიმდაბლე

ჭეშმარიტ სიმდაბლეს სულიწმიდა გვანიჭებს, ადამიანს, ყველაზე გონიერსაც კი, თუ არა აქვს მიღებული სუყლიწმიდა, არ ძალუძს სათანადოდ შეიცნოს საკუთარი თავი, რამეთუ ღვთის შეწევნის გარეშე, მას უნარი არა აქვს დაინახოს თავისი სულის შინაგანი მდგომარეობა... თუ სულიწმიდა ადამიანის გულში ჩასახლდება, ის მას მთელ სულიერ სიღარიბეს, სისუსტეს, სულისა და გულის გახრწნილობას, ღვთისაგან სიშორეს აჩვენებს და მისი სიმართლისა და სათნოებების მიუხედავად, დაანახვებს მთელ თავის ცოდვებს, სიზარმაცეს დ უდარდელობას ცხონებისა და სხვების მიმართ სიკეთეზე ზრუნვისადმი, შეაცნობინებს ანგარებიანობას მის ყველაზე უანგარო სათნოებებში და უხეშ თავმოყვარეობას იქ, სადაც ვერც კი წარმოიდგენდა ამას. მოკლედ რომ ვთქვათ, სულიწმიდა აჩვენებს მას ყველაფერს ნამდვილი სახით და მაშინ ადამიანი იწყებს ჭეშმარიტი სიმდაბლით დამდაბლებას, იმედით აღარ შეჰყურებს საკუთარ ძალებს და სათნოებებს და ადამიანებს შორის თავს ყველაზე უღირსად თვლის... სულიწმიდა ასწავლის მას ჭეშმარიტ ლოცვას. არავის ძალუძს, სანამ სულიწმიდას არ მიიღებს, ისეთნაირად ილოცოს, რომ ღმერთს ასიამოვნოს, რამეთუ ვისაც არ მიუღია სულიწმიდა და დაიწყებს ლოცვას, მისი სული სხვადასხვა მიმართულებით, ერთი საგნიდან მეორისაკენ გაიბნევა, ვერაფრით შეძლებს აზრების ერთ ადგილზე შეკავებს და ყველაფერთან ერთად, მას სათანადო ცოდნაც არა აქვს საკუთარი თავისა, არც საკუთარი საჭიროებებისა, არც იმისა, თუ როგორ ითხოვოს და რა ითხოვოს ღვთისაგან; არც იმის ცოდნა აქვს, თუ ვინ არის ღმერთი. ის ადამიანი კი, რომელშიც სულიწმიდა მკვიდრობს, იცნობს ღმერთს, ხედავს მასში მამას, როგორ მიმართოს მას, როგორ ითხოვოს და რა ითხოვოს მისგან. ლოცვისას მისი აზრები მოწესრიგებულია, წმიდა, მიმართულია ერთი მიმართულებით - ღვთისაკენ და თავისი ლოცვით მას ძალუძს ყველაფრის ზუსტად შესრულება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები