თემა: მართლმადიდებლობა
„სარწმუნოებანი სიყვარულისაგან შეწევნული“
XXI საუკუნე! - ესოდენ მდიდარი ტექნიკური თუ მეცნიერული მიღწევებით და ესოდენ ღარიბი - სულით და გონებით!
ცხოვრება მართლაც უმძიმეს დროს გვიხდება. ყოველი მხრიდან ბურუსი და წყვდიადი გვახვევია. ნათლის წყაროს - წმიდა მართლმადიდებლობას - თანდათან ვშორდებით.
სამწუხაროდ, თვით მართლმადიდებლებში, დიახ, მორწმუნეთა შორისაც იკარგება მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის, მართლმადიდებლური ცხოვრების ძირითადი საწყისი, ამიტომაც, თითქოსდა, ფეხქვეშ ნიადაგგამოცლილები, სარწმუნოებაზე მხოლოდ საკუთარი შეხედულებების მიხედვით ვმსჯელობთ.
დაგვისვამს საკუთარი თავისთვის კითხვები: "მწამს უფლის - იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა? მწამს, რომ დადგება დრო და მოვა იესუ ქრისტე ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად? მწამს, რომ უკანასკნელ დღეს საფლავიდან მეც აღვდგები? მწამს საშინელი სამსჯავროსი, მართალთა მარადიული ნეტარება და ცოდვილთა მარადიული ტანჯვა?"
და, კიდევ, ერთი მრავლისმთქმელი შეკითხვა: "მწამს ბოროტი სულების - სატანის ბნელი სამეფოს არსებობა?"
ვაი მათ, ვისაც ბოროტ სულთა არსებობაში ეჭვი ეპარება. აი, როგორ ადამიანებს უსაფრდება ბნელეთის თავადი - სატანა, იჭვის მარცვალს აღვივებს და სრული ურწმუნოების დასათესად, ეშმაკთა ლეგიონებს ამოქმედებს.
ნახევრადმორწმუნე, მცირედმორწმუნე ადვილად ებმება იმ ხაფანგში, რომლებსაც ასე მომრავლებული სექტები და მათი იდეოლოგები გვიგებენ.
დღეს ბევრი ცდილობს ქრისტეს ეკლესიის, სჯულის გალავნის დარღვევას, რადგან, მაშინ შეძლებენ ტაძარში შეღწევას და ეკლესიიდან მიამიტ შვილთა მიტაცებას.
ასეთ რთულ ვითარებაში ეკლესიის შვილებმა რა უნდა გავაკეთოთ? - საკუთარ გულში ჩვენი სარწმუნოება განვიმტკიცოთ, სარწმუნოების სანთლები ავანთოთ, ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიას გული, ფიქრი, მზერა, საქმით მივაპყროთ. გვახსოვდეს, რომ ეკლესიაში სულიწმიდის მადლია დავანებული. იქაა გზა ჩვენი ცხონებისა.
როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, სარწმუნოება საქმის გარეშე, მკვდარია. ჩვენი რწმენის და საქმის გამოსაცდელი ჟამი მალე დაგვიდგება - ანტიქრისტე გვიახლოვდება!
ამიტომ გვმართებს ღვაწლი და გარჯა სულის გადასარჩენად.
გვინდა გადარჩენა და სულის ცხონება? - მაშინ წმიდა თეოფანე დაყუდებულს მოვუსმინოთ: "გნებავს ცხონება? გწამდეს ღმრთივგამოცხადებული სწავლება, მიიღე სულიწმიდის მადლი საღმრთო საიდუმლოთა მეშვეობით, ღმრთივდადგინებულ მოძღვართა ხელმძღვანელობით იცხოვრე და განუხრელად დაიცავი უფლის მცნებები, ოღონდ, ყოველივე ეს, ეკლესიის წიაღში უნდა ხდებოდეს, მისი სჯულისმდებლობით, მასთან ცოცხალ კავშირში ყოფნით, მაშინ კი, მოგვანიჭებს ღმერთი ცხონებას".
წმიდა პავლე მოციქულმა ცხონების არსი ორიოდე სიტყვით ამგვარად გადმოსცა: "სარწმუნოებაი, სიყვარულისგან შეწევნული".
ჩვენც, ეს წიგნი, სიყვარულით, სასოებით შემოგთავაზეთ!
უფალს ერთად შევევედროთ, რათა მოგვცეს სიყვარულისგან შეწევნული სარწმუნოება.