image

თემა: ვერცხლისმოყვარება

ვერცხლისმოყვარეობამ მთელი სამყარო ააღელვა, ყოველივე აღაშფოთა; ის ჩვენ განგვაშორებს ქრისტეს უნეტარეს მსახურებას; "ვერ ხელ–ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა." ( მათე 6,24); რამეთუ ქრისტე სრულიად საწინააღმდეგოს ითხოვს, ვიდრე მამონა. ქრისტე ამბობს: მიეც გლახაკსა, მამონა კი – წაართვი გლახაკს; ქრისტე ამბობს: მიუტევე, მოძულეთა და მაჭირვებელთა შენთა, მამონა კი პირიქით – მზაკვარ ეყავ ადამიანთა, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ შენთვის; ქრისტე ამბობს: იყავ კაცთმოყვარე და მდაბალი, მამონა კი პირიქით: იყავ სასტიკი და გულქვა, არაფრად ჩააგდო ღარიბთა ცრემლები; და ამგვარად, განკითხვის დღეს განმსჯელი საშინელ მსაჯულად მოგვევლინება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები