ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: სექტანტების ლიტერატურის კითხვა
ცრუსწავლებათა შემცველი წიგნებისათვის.
კვლავაც გთავაზობ, აღმოსავლეთის ეკლესიის ერთგულო შვილო, გულწრფელ, კეთილ რჩევას. ეს რჩევა მე კი არა, წმინდა მამებს ეკუთვნის - ყველა ჩემი რჩევაც მათგან მოდის.
დაიცავი გული და გონება ცრუსწავლებებისგან; ნუ ესაუბრები ქრისტიანობაზე ცრუ აზრებით დაავადებულ ადამიანებს, ნურც ცრუმოძღვართა დაწერილ წიგნებს წაიკითხავ.
ჭეშმარიტებას სული წმიდა ახლავს თან: იგია სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეს კი თან ახლავს და შეეწევა სატანისეული სული, რომელიც არის ტყუილი და მამა ტყუილისა.
ვინც ცრუმოძღვართა წიგნებს კითხულობს, ის უსათუოდ ეზიარება ტყუილის უკეთურ, ბნელ სულს. ნათქვამი უცნაურად არ მოგეჩვენოს: ამას ამტკიცებენ ეკლესიის ნათელნი - წმინდა მამები.
თუკი შენს გულსა და გონებაში ჯერ არაფერი აღბეჭდილა, დაე სული წმიდამ და ჭეშმარიტებამ ჩაწერონ მათში ღმრთის მცნებები და მისი სულიერი სწავლება.
ხოლო თუ გულის ფიცარი ათასნაირი ცნებებითა და შეხედულებებით გაქვს აჭრელებული, ისე რომ ფრთხილად და გონივრულად არ გაგირჩევია - ვინ არის მწერალი და რას წერს, მაშინ ამოშალე უცხო მწერალთა მიერ დაწერილი, სინანულითა და უარყოფით წარხოცე ყოველივე ღმრთის წინააღმდგომი.
დაე მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი.
უბიწო ცხოვრებით მოამზადე ამ მწერლისათვის წმინდა გონება და ღმრთისმოშიში გული: მაშინ ლოცვისას და წმ. წიგნების კითხვისას შენს გულისფიცარზე შეუმჩნევლად, საიდუმლოდ დაიწერება სული წმიდის კანონი.
რელიგიის შესახებ მხოლოდ ის წიგნები იკითხე, რომლებიც აღმოსავლეთის მსოფლიო ეკლესიის წმ. მამებს ეკუთვნით. ამას მოითხოვს თავის შვილთაგან აღმოსავლეთის ეკლესია.
ხოლო თუკი შენ სხვაგვარად ფიქრობ და ეკლესიის განწესებაზე უფრო მნიშვნელოვნად საკუთარ ან სხვა ადამიანთა აზრს მიიჩნევ, მაშინ უკვე ეკლესიის შვილი კი არა, მისი მსაჯული ხარ.
ალბათ ჩემზე იტყვი, ეს კაცი ცალმხრივი, გაუნათლებელი და რიგორისტიაო. დამანებე ეს ცალმხრივობაც და ყველა სხვა ნაკლიც - მირჩევნია მათთან ერთად აღმოსავლეთის ეკლესიის მორჩილი შვილი ვიყო, ვიდრე ყველა მოჩვენებითი ღირსებითურთ - ეკლესიაზე "ჭკვიანი", და ამიტომაც თავს მისი ურჩობისა და მისგან განდგომის ნებას ვაძლევდე. აღმოსავლეთის ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები სწორად გაიგებენ ჩემს სიტყვებს.
მათ იციან, რომ ვისაც ზეციური სიბრძნის მოპოვება სურს, იმან უნდა დაუტევოს თავისი საკუთარი, ამა სოფლის სიბრძნე - თუნდაც დიდი სიბრძნე, უარყოს და "სიცოფედ" (1 კორ. 3, 19) შერაცხოს იგი: მართლაც რომ სისულელეა ეს ყოველივე.
ამა სოფლის სიბრძნე არის "მტერობა ღმრთისა" - იგი არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება საღმრთო სჯულს (რომ. 8, 7). ასეთი იყო მისი ბუნება თავიდანვე და ასეთად დარჩება ბოლომდე - როდესაც "ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ (დაზულება - დანგრევა) და ქუეყანაი და მას შინა საქმენი დაიწუნენ“ (2 პეტრე 3, 10).
წმ. ეკლესია ცრუმოძღვართა კითხვის უფლებას მხოლოდ თავის იმ წევრებს აძლევს, რომელთა გული და გონება სული წმიდის მიერ არის განათლებული, მათ, ვისაც ყოველთვის ძალუძს გაარჩიოს ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი სიკეთე და სიკეთის საფარველში გამოხვეული ბოროტება.
ღმრთის დიდი სათნომყოფელნი, იცოდნენ რა ყოველი ადამიანისათვის საერთო უძლურება, უფრთხოდნენ მწვალებლობის შხამს და ყოველნაირად გაურბოდნენ საუბრებს ადამიანებთან, ვინც ცრუმოძღვრებით და მწვალებლური წიგნების კითხვით იყო დაავადებული. მათ თვალწინ ჰქონდათ ღრმად განსწავლული ორიგენეს, კამათში დახელოვნებული არიოზის, მჭევრმეტყველი ნესტორისა და სხვა, ამა სოფლის სიბრძნით სავსე კაცთა მაგალითები, იმათი, ვინც საკუთარ თავზე მაღალმა წარმოდგენამ და თავდაჯერებამ დაღუპა; ამიტომ შველას ეძებდნენ და კიდევაც პოულობდნენ ცრუსწავლებისაგან გაქცევაში, ეკლესიის უმკაცრეს მორჩილებაში.
სული წმიდით მოსილი მამები და ეკლესიის მწყემსები კითხულობდნენ ღმრთისმგმობ მწვალებელთა ნაწერებს, რადგან ამას მთელი საქრისტიანო სამყაროს საჭიროება აიძულებდათ. ისინი თავიანთი მძლავრი სიტყვით ამხილებდნენ ცთომილებებს, ეკლესიის ყველა შვილს აუწყებდნენ მწვალებლურ წიგნებში დაფარულ საფრთხეს, სიწმინდისა და ღმრთისმსახურების ბრწყინვალე სახელებით შენიღბულს.
მაგრამ მე და შენ კი უნდა გავექცეთ ცრუმოძღვართა მიერ შეთხზულ წიგნებს: ყოველს, ვინც არ ეკუთვნის აღმოსავლეთის ეკლესიას - ერთადერთ წმიდა ეკლესიას - და მაინც წერს ქრისტეზე, ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ზნეობაზე, ცრუმოძღვრის სახელი შეჰფერის.
თქვი, განა შეიძლება შენთვის ყველანაირი წიგნის კითხვა, როდესაც თითოეული მათგანი იქით გეწევა, საითაც უნდა: გითანხმებს ყველაფერზე, რაზედაც შენი დაყოლიება სურს, და გაიძულებს უარყო ყველაფერი, რისი უარყოფაც უნდა, რომ ჩაგაგონოს?
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამღუპველია ასეთი განუსჯელი კითხვა. რამდენი უაზრო, არასწორი, ეკლესიის სწავლების საპირისპირო ცნება გვხვდება ეკლესიის შვილთა შორის ქრისტიანობის შესახებ, ეს ცნებები ხომ მწვალებლური წიგნების კითხვის შედეგად არიან შეთვისებულნი და თვით ეკლესიის წმინდა სწავლებას უარყოფენ!
შეურაცხყოფად ნუ მიიღებ, მეგობარო, ამ გაფრთხილებას, რომელსაც მხოლოდ კეთილი სურვილები ჩამაგონებს. განა არ შეშფოთდებიან დედა, მამა, მოყვარული აღმზრდელი, თუკი უმანკო, გამოუცდელი ბავშვი მოისურვებს დაუბრკოლებლივ შევიდეს ოთახში, სადაც საკვებ პროდუქტებს შორის უამრავი შხამიც ინახება?
სულის სიკვდილი ხორცის სიკვდილზე უფრო საშიშია: მკვდარი აღსდგება, ხშირად კი ხორცის სიკვდილი სულის ცხონების მიზეზად იქცევა. და პირიქით - ბოროტებით მოკვდინებული სული საუკუნო საუკუნო სიკვდილის კერძი ხდება. სულის მოკვდინება მხოლოდ აზრსაც კი შეუძლია - აზრს, რომელიც ღმრთის გმობის რაიმე სახეს შეიცავს, თუნდაც ეს გმობა დახვეწილი, გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი იყოს.
წმ. პავლე მოციქული გვამცნობს, რომ დადგება ჟამი, როდესაც "სიცოცხლისა ამას მოძღვრებისასა არა თავს-იდებენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაითა, და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარემიიქცინენ და ზღაპრებასა მიექცენ" (2 ტიმ. 4, 3-4).
ნუ მოიხიბლები წიგნის ხმამაღალი სათაურით, რომელიც ქრისტიანული სრულყოფილების მინიჭებას ჰპირდება მას, ვისაც ჯერ კიდევ ჩვილთა საზრდელი ესაჭიროება. ასეთი წიგნის ნურც შესანიშნავი გამოცემა მოგხიბლავს, ნურც დასურათება, ნურც სიტყვის ძალა და ოსტატობა, ნურც ის, რომ ამბობენ, თითქოს მწერალი წმინდანი იყოს და თავისი სიწმინდე მრავალრიცხოვანი სასწაულებით დაემტკიცებინოს.
ცრუმოძღვრება არავითარი გამონაგონის, არავითარი ტყუილის წინაშე არ იხევს უკან, რათა თავის იგავ-არაკებს ჭეშმარიტების სახე მისცეს და ამით კიდევ უფრო ადვილად მოწამლოს კაცთა სულები.
ცრუმოძღვრება თავისთავად უკვე ტყუილია, და ამ ტყუილით მკითხველზე უწინ მწერალია მოცთუნებული: "აცთუნებდენ და ცთებოდიან" (2 ტიმ. 3, 13).
წიგნი მაშინ არის ჭეშმარიტად სულის სარგებელი, თუ მისი ავტორი წმ. მწერალია - აღმოსავლეთის ეკლესიის შვილი, წმ. ეკლესიის მიერ მოწონებული და აღიარებული. ამინ.