image
ავტორი: ილია II

თემა: ოჯახი,  მრუშობა

დღეს, ზოგიერთი ფილმისა და ჟურნალ-გაზეთის გავლენით, ოჯახური ურთიერთობის სიწმინდე მეუღლეთა შორის დარღვეულია. არადა, გაუკუღმართებული დამოკიდებულებანი მოქმედებს ფსიქიკაზე, არღვევს ჭეშმარიტ სიყვარულს და აუცილებლად იწვევს დიდ გართულებებს ცოლ-ქმარს შორის, რადგან ღმერთი სჯის ადამიანებს ამ ყველაზე სათუთი და მაღალი გრძნობების შელახვისა და შერყვნისათვის.
    ღმერთი ასევე პასუხს მოსთხოვს მეუღლეთ ღალატისათვის. იგი მეორე ნახევრის წინაშე ჩადენილ ისეთ დიდ ცოდვადაა მიჩნეული, რომ წმ. წერილი, რომელიც ადამიანებს თვით ყოვლად უხასიათო, შურიან, ანჩხლ, ლოთ მეუღლესთან შეძლებისდაგვარად მშვიდობიან თანაცხოვრებას ურჩევს, ასეთ შემთხვევაში განქორწინების ნებას იძლევა.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები