ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ოჯახი
342. რას გვეტყვით ოჯახის შესახებ?
დაე, ცოლისთვის ქმარი ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი იყოს, ქმრისთვის კი ცოლი – უსაყვარლესი. ცოლი ყოველთვის ქმრის თანამზრახველი და თანამეინახე უნდა იყოს. ამაზეა დამყარებული მთელი კაცობრიობის კეთილდღეობა. შეხედე! სამყარო შედგება ქალაქებისაგან, ქალაქი ოჯახებისაგან, ოჯახი ცოლისა და ქმრისაგან, როდესაც ოჯახებში აყალ–მაყალია, ქალაქები ინგრევა და მთელს მსოფლიოს მოიცავს შფოთი და განხეთქილება.