ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მემთვრალეობა, ღვინო
ღვინოი სიხარულად მოგვეცა, ვითარცა იტყვის დავით: "ღვინომან ახარის გულსა კაცისასა", ხოლო შენ, ჰოი მომთვრალეო! ესე ვითარი ესე საქმე მისი განჰრყვენ, რამეთუ, ვითარიღა არს სიხარული იგი, ოდეს კაცმან გონება თვისი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებოდეს, და ყოველივე გარემოსულად უჩნდეს და თვალნი მისნი ბნელ იყვნენ. და ყოველივე ბოროტი თავსა ზედა მისსა დაკრებულ იყოს, და სული მისი დანთქმულ იყოს მწვირესა ცოდვისასა? არამედ გევედრები, მორწმუნენო, ვიჯმნათ უზომოსა შვებისაგან და მთვრალობისა, და ვზრუნვიდეთ წესიერებისათვის, რათა ხორციელიცა სიმრთელე მოვიგოთ და სულნი ჩვენნი ვიხსნეთ ნაწილისა მისგან მდიდრისა, რომელი დაისაჯა ცეცხლსა შინა საუკუნესა. უფროსღა ვიღვაწოთ ლაზარესთანა გლახაკისა, წიაღთა მათ აბრაჰამისთა მისვლად და საუკუნეთა კეთილთა მკვიდრ ყოფად