image

თემა: მადლის დაკარგვა

როგორ შეიტყობ ბუნების უძლურებას, თუკი ყვავები არ გამოგაღვიძებენ? თუკი ტკბილი იესო არ შეამცირებს თავის მადლს, როგორ დაეუფლები ხელოვნებათა ხელოვნებას და მეცნიერებათა მეცნიერებას?
    ახლა სწავლობ შენ ამ ხელოვნებას. ახლა გაქვს ჯილდო. ახლა ავლენ, რომ ქრისტე გიყვარს, და არა მაშინ, როცა მადლი გაქვს.
    რა მოწყალებას გამოიჩენ, როცა მადლი გაქვს? მაშინ იგი თავადვე ღაღადებს თავის თავზე: "აბბა მამაო!" მადლი უხმობს მადლის მომცემელს. "ვინ განმაშორებს შენს სიყვარულს, იესო ჩემო?" ამას ხორციელი ბაგეების საშუალებით ამბობს მადლი, შენში ჩასახლებული ძალა და არა ხორცი, ისევე, როგორც ეშმაკეული, შეურაცხჰყოფს და გმობს ადამიანური ბაგეების მეშვეობით.
    ხორცს კი მადლის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალუძს.
    როცა მადლი არ არის, ხორცი უარს ამბობს იესოზე. მამალი ყივის, ახსენდება პეტრეს, მწარედ ტირის, ყვირის: "ვცოდე", მაგრამ ისევ იმალება ქორედში. იუდეველების ეშინია, გული იმ თაგვივით უცემს, გარეთ კატებს რომ გრძნობს. "შენთან ერთად რომც მოვკვდე, არ უარგყოფ", ასე ამბობს, როცა გვერდით ქრისტე ყავს, მაგრამ სამგზის უარჰყოფს, როგორც კი ქრისტე განეშორება.
    ასე რომ, ხედავ? გრძნობ, თუ რაოდენ დიდი საიდუმლო იმალება ამ სიტყვებში? ქრისტე გვშუამდგომლობს სული წმიდის მიერ. ამიტომ, როცა ის მოდის, რიტორები ვხდებით. მეთევზეები - მოციქულები. მეძავები უბიწოებენ, მპარავები არ იპარავენ. და ყველანი ინანიებენ. და ვინ ქნა ყოველივე ეს? მხოლომან მეცნიერმან, კეთილად გამრიგემ, უტკბესმა იესომ, ერთადერთმა სიყვარულმა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები