image

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი

პირველი მცნებათა შორის არის სიყვარულის მცნება: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა შენითა. ეს არს დიდი და პირველი მცნებაი" (მთ. 22, 37-38). იგი იმიტომაა პირველი, რომ აღმსარებელია მთელი რჯულისა, ქრისტიანული ზნეობის საფუძველი და სრულყოფილებაა და ამიტომ თავკიდური ლოდი უნდა იყოს ქრისტიანთა გულებში.