image

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი

რვა ნიშნით შეგიძლია გაიგო, გიყვარს თუ არა ღმერთი, ისე როგორც საჭიროა. შენ ნამდვილად გიყვარს იგი თუ: 1) გიყვარს იგი თავისუფლად და არა ძალდატანებით; 2) იცავ მის მცნებებს; 3) მთელი გულით გიყვარს იგი და სხვა არაფერი გიყვარს ისე, როგორც უფალი; 4) ხშირად იხსენებ მის სახელს, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "ვინმეს მხურვალედ მოყვარული სიამოვნებით იხსნებს საყვარელის სახელს"; 5) როდესაც უფლის სახელს იხსენებ, სიამოვნებით ღვრი ცრემლებს, როგორც ამბობს წმიდა ისააკი: "სიყვარულს აქვს ჩვეულება – საყვარლის გახსენებაზე დაღვაროს ცრემლები"; 6) ლოცვის დროს შენი გონება იოლად დაუტევებს ამქვეყნიურ საქმეებს და მხოლოდ უფლის ხსოვნასა და მისდამი სიყვარულს ეკვრის, იგი შინაგანად სიტკბოსა და სიმშვიდეს გრძნობს, რომელიც ნებისმიერ სიტკბოებასა და შვებას აღემატება; და რამდენ დროსაც გაატარებ უფლის წინაშე ლოცვით, იმდენივეა შენი მისდამი სიყვარული; 7) ხარობ, როდესაც შენი უფლისადმი სიყვარულისა და მისი მცნებების შესრულებისათვის გაძაგებენ; 8) თუ შენი უფლისადმი სიყვარული არ დაიძლევა სხვა რაიმეთი, როგორც ამბობს პავლე მოციქული: "რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩვენ მარადღე და შევირაცხებით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები