image

თემა: უფალი იესო ქრისტე,  ადამიანის სიყვარული ღვთისადმი,  სიყვარული მოყვასისადმი

ყველა ტანჯვით, რომელიც უფალმა დაითმინა, მან თავად განსაჯა ეშმაკი. და აქ, ჯვარზე, როდესაც მამა-ღმერთს ევედრებოდა, შეენდო მისი მკვლელებისთვის, მან მოყვასისადმი თავისი სრულყოფილი სიყვარული დაგვანახა. იგი ამბობდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან" (ლუკ. 23, 34). აქედან ჩანს, რომ უფალმა შეიყვარა მოყვასი – არა როგორც საკუთარი თავი, არამედ ამაზე გაცილებით მეტად, და ამ ორი მცნების სურყოფილად შესრულებით – სიყვარულით უფლისა და მოყვასისადმი, დაუმტკიცა ეშმაკს, რომ იგი ღვთის ჭეშმარიტი ძეა და, რომ "ჭეშმარიტად ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან" (22, 40).
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები