ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა
მხოლოდ ის წიგნები უნდა იკითხო, რაც შენი ცხოვრების წესს შეეფერება, თორემ მართალია წმიდა, მაგრამ განუხორციელებელი აზრებით აივსები. ასეთი აზრები უნაყოფო მოქმედებას აღაგზნებს, და ისიც მხოლოდ შენს წარმოდგენაში; ამასობაში კი კეთილი საქმეები, რომლებიც სინამდვილეში შენი ცხოვრების წესს შეეფერება, ხელიდან დაგისხლტება. ამის შედეგად სულ ცოტა, უნაყოფო მეოცნებედ იქცევი, თანაც შენი აზრები მუდმივ დაპირისპირებაში აღმოჩნდებიან შენსავე ქცევასთან; ეს უსათუოდ დაბადებს შენს გულში შფოთს, საქციელში კი გაურკვევლობას, რომელიც მავნე და საზიანო აღმოჩნდება შენთვისაც და შენი ახლობლებისთვისაც. წმ. წერილისა და წმ. მამების არასწორი კითხვისას ადვილი შესაძლებელია ცხონების გზიდან უვალი ტყეებისა და ღრმა უფსკრულებისაკენ გადახვევა, რაც ძალიან ბევრს დამართნია.