ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ყურადღება, სულიერი მღვიძარება, ცხონება
ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება - უამისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამედ გაფანტული ცხოვრების პირობებშიც, რომელშიც მისდა უნებურად, სხვადასხვა გარემოებათა გამო შეიძლება აღმოჩნდეს.