ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: გული, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
როცა კაცი თავის გულს უფალს უძღვნის, მაშინ მისი გონებაც ღვთის სიყვარულით ტყვევდება, და იმდენად, რომ მასში ყველაფერ ამქვეყნიურისადმი გულგრილობა ისადგურებს. ის განუწყვეტლივ თავის ზეციურ მამაზე იზრახვის და ღვთაებრივი სიყვარულით შეპყრობილი დღედაღამ, როგორც ანგელოზი, თავის შემოქმედს ადიდებს.