ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
თემა: ქრისტიანობა
ქრისტიანობის მდევნელთ ბევრჯერ ეგონათ, რომ მას საბოლოოდ მოუღეს ბოლო. ქრისტიანობა კი ძალას იკრებდა და ყვაოდა. მიუხედავად ამ ისტორიული გამოცდილებისა, ზოგიერთ ჩვენ თანამედროვეს დღესაც ჰგონია, რომ ქრისტიანობა შესაძლებელია ძალით აღმოიფხვრას. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ მის წინააღმდეგ ყველა საშუალება არაერთხელ იქნა გამოყენებული და ყოველთვის უშედეგოდ.