ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
თემა: ქრისტიანობა, რწმენა, ღვთის მსჯავრი სასჯელი
ქრისტიანულ რწმენას თავისი ძალით არაფერი აღემატება. მრავალი მახვილი, მას რომ ებრძოდა, გაცვდა. მეფეებს, მის აღმოფხვრას რომ ლამობდნენ, ბოროტად აღმოხდათ სული; სამეფოები, მას რომ ებრძოდნენ, აღიგავნენ პირისაგან მიწისა; ქალაქები მას რომ უარყოფდნენ, ნანგრევებად იქცნენ; ერეტიკოსები, მის გაუკუღმართობას რომ ლამობდნენ, ანათემას მიეცნენ და სულითა და ხორცით წარწყმდნენ. ქრისტიანული რწმენა კი დღემდე ჰგიეს.