თემა:
ვნებები
შენ გამოგცდის ბოროტი სული - სხეულის ბიწიერი მძლავრი მოთხოვნილების აღძვრით, წარმოიდგინე უმანკო სახე
შენ გამოგცდის ბოროტი სული - სხეულის ბიწიერი მძლავრი მოთხოვნილების აღძვრით, წარმოიდგინე უმანკო სახე ქრისტესი და გადასწყვიტე: შებილწავ ამ იმანკოებას შენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით თუ არა? შენ გულფიცხელობ და ვერ აგიტანია მეზობლისაგან გალანძღვა, შეხედე მაცხოვრის მშვიდობიან სახეს და მოიგონე, რაგვარ საქციელს გავალებს იგი ამისთანა შემთხვევაში? შენ ხარ პატრონი დიდი სიმდიდრისა, გაიხსენე მაცხოვარი - მომცემი ამ სიკეთისა და მოძღვრება მისი, - სად უნდა ინახავდე სიმდიდრეს. შენ გიჭირავს საზოგადოებაში საპატიო ალაგი და წარჩინებული ხარისხი, მიხედე მაცხოვრის ხატს და წარმოიდგინე, - რისთვის აღგამაღლა და პატივ-გყო მან. შენ შეუპყრიხარ სიზარმაცეს, გარჯის ოფლის ღვრისა და მომჭირნეობის სიძულვილს, აბა თვალი გაუსწორე მაცვხოვრის სახეს! შენ გემძიმება შენი ობლობა, მაგრამ აბა შეხედე იმის სახეს, რომელსაც დედად და ნათესავად მიაჩნია ღვთის სიტყვის აღმსარებელნი.
|