შენ გამოგცდის ბოროტი სული - სხეულის ბიწიერი მძლავრი მოთხოვნილების აღძვრით, წარმოიდგინე უმანკო სახე ქრისტესი და გადასწყვიტე: შებილწავ ამ უმანკოებას შენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით თუ არა? შენ გულფიცხელობ და ვერ აგიტანია მეზობლისა...
იხილეთ სრულად
შენ გამოგცდის ბოროტი სული - სხეულის ბიწიერი მძლავრი მოთხოვნილების აღძვრით, წარმოიდგინე უმანკო სახე ქრისტესი და გადასწყვიტე: შებილწავ ამ უმანკოებას შენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით თუ არა? შენ გულფიცხელობ და ვერ აგიტანია მეზობლისაგან გალანძღვა, შეხედე მაცხოვრის მშვიდობიან სახეს და მოიგონე, რაგვარ საქციელს გავალებს იგი ამისთანა შემთხვევაში? შენ ხარ პატრონი დიდი სიმდიდრისა, გაიხსენე მაცხოვარი - მომცემი ამ სიკეთისა და მოძღვრება მისი, - სად უნდა ინახ...
link
ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის შიში და დაბრკოლება
არავის აქვს საბუთი, უსაყვედუროს ქართველს, რომ მას არ ახსოვს თავისი უმთავრესი სალოცავის დღეობები, გულგრილად ეკიდება მათ და არ დაიარება სალოცავებშიო. არა, ამ საგნის შესახებ საყვედური სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო იქნება. ქართველ ხა...
იხილეთ სრულად
არავის აქვს საბუთი, უსაყვედუროს ქართველს, რომ მას არ ახსოვს თავისი უმთავრესი სალოცავის დღეობები, გულგრილად ეკიდება მათ და არ დაიარება სალოცავებშიო. არა, ამ საგნის შესახებ საყვედური სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო იქნება. ქართველ ხალხს დღესაც მტკიცედ ახსოვს, როდის, რა ღირსშესანიშნავი დღეობა მოდის და დიდი ერიც ესწრება ხოლმე ამგვარ დღეობას. საკითხავი მხოლოდ ის არის, რისთვის, რა საქმისთვის მოდის ხალხი სალოცავში. რასაკვირველია, პირჯვრის დასაწერად, ლოცვ...
link
მოიგონეთ საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაწირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებრაელები და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ ...
იხილეთ სრულად
მოიგონეთ საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაწირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებრაელები და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ მივლინებიათ მისგან მტრის შემმუსვრელნი მძლავრნი, გონიერნი და სიმართლით აღვსილნი კაცნი.
link
ხოლო ცხადია, რომ რჯულით არავინ გამართლდება ღმერთის წინაშე, ვინაიდან მართალი იცოცხლებს რწმენით.
ხოლო რჯული რწმენისაგან როდია, არამედ კაცი, რომელიც აღასრულებს მას, იცოცხლებს მისით.
თ. 2-3
რა ბედნიერნი ვიქნებოდით, ძვირფასო მსმენელნო, ყველა ჩვენგანი წმ. ევსტათივით გულისმოდგინებით და ხალისით რომ ვეტანებოდეთ ჩვენი ღვთაებრივი სარწმუნოების მოძღვრების ცოდნას! მაგრამ ვინ თქვა ჩვენში ასეთი ხალისი! დიდს უმრავლესობას სრულებით...
იხილეთ სრულად
რა ბედნიერნი ვიქნებოდით, ძვირფასო მსმენელნო, ყველა ჩვენგანი წმ. ევსტათივით გულისმოდგინებით და ხალისით რომ ვეტანებოდეთ ჩვენი ღვთაებრივი სარწმუნოების მოძღვრების ცოდნას! მაგრამ ვინ თქვა ჩვენში ასეთი ხალისი! დიდს უმრავლესობას სრულებით არავითარი ცოდნა არა აქვს სახარებისა და არც დაეძებს, რომ ოდესმე მაინც გაეცნოს მას; ბევრს, თუ ყური მოუკრავს საქმე ქრისტეს ორი-სამი იგავისათვის, ეკლესიაშიც აღარ სურს მოსვლა, - იმაზე მეტს ვეღარ გავიგონებ, რაც უკვე ვიციო!
link
მოწამეობა, ე.ი. დევნულება-წვალებათა დათმენა, ცხოვრებაში სიმართლის დაცვა-გამოჩენისთვის უკვდავი ღაღადი, სამარადისო ქადაგება, მუდამ მოუძვველებელი მოძღვრებაა ყველა იმის შესახებ, რითაც ძვირფასია კაცის ცხოვრება, რითაც ადამიანი ემსგავსებ...
იხილეთ სრულად
მოწამეობა, ე.ი. დევნულება-წვალებათა დათმენა, ცხოვრებაში სიმართლის დაცვა-გამოჩენისთვის უკვდავი ღაღადი, სამარადისო ქადაგება, მუდამ მოუძვველებელი მოძღვრებაა ყველა იმის შესახებ, რითაც ძვირფასია კაცის ცხოვრება, რითაც ადამიანი ემსგავსება ღმერთს, რაც კაცის ცხოვრებას აძლევს აზრსა და მნიშვნელობას.
link
მოწამეობრივი სიკვდილი ჭეშმარიტებისთვის - გაუქრობელი ლამპარია ერისთვის, იგი აღვიძებს და აღორძინებს ერთი მაღალ ძალებს, იგი დვრიტაა ურთიერთისადმი სამსახურისა, საზოგადო სიკეთისადმი თავდადებულობისა, სამშობლოს ბედნიერებისათვის მსხვერპლა...
იხილეთ სრულად
მოწამეობრივი სიკვდილი ჭეშმარიტებისთვის - გაუქრობელი ლამპარია ერისთვის, იგი აღვიძებს და აღორძინებს ერთი მაღალ ძალებს, იგი დვრიტაა ურთიერთისადმი სამსახურისა, საზოგადო სიკეთისადმი თავდადებულობისა, სამშობლოს ბედნიერებისათვის მსხვერპლად შეწირვისა, ქვეყანაზე სისწორისა, საღმრთო ზნეობისა და გონებრივი სინათლის მოფენა-გავრცელებისა.
link
ვისაც შიშის, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა ან სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისავის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის, გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აიმაღლოს იმ დროს, როდესაც მის სარწ...
იხილეთ სრულად
ვისაც შიშის, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა ან სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისავის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის, გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აიმაღლოს იმ დროს, როდესაც მის სარწმუნოებას ამცირებენ, ლანძღავენ, შეურაცხყოფენ და გმობენ, ის უარყოფს მაცხოვარს წინაშე კაცთა, ის მკვდარია ღვთისთვის და საშინელი განსჯის დღეს მას უბრძანებს უფალი: "ვიცნი საქმენი შენნი; რამეთუ არცა გრილ ხარ და არცა ტფილ! არამე...
link
რამდენად გულგაციებულია ჩვენი საზოგადოება ქრისტიანობაზე, ეს გვიჩვენა ჩვენმა მახლობელმა წარსულმა. ამ რვა-ცხრა წლის წინათ საკმარისი იყო მთელი სოფლისთვის ებრძანებინა იქვე გაზრდილს და უსწავლელ ბიჭს "ცეცხლში ჩაყარეთ წმიდა ხატები, საქონე...
იხილეთ სრულად
რამდენად გულგაციებულია ჩვენი საზოგადოება ქრისტიანობაზე, ეს გვიჩვენა ჩვენმა მახლობელმა წარსულმა. ამ რვა-ცხრა წლის წინათ საკმარისი იყო მთელი სოფლისთვის ებრძანებინა იქვე გაზრდილს და უსწავლელ ბიჭს "ცეცხლში ჩაყარეთ წმიდა ხატები, საქონელი შედენეთ თქვენს ეკლესიებში, აღარ გაბედოთ ქრისტეს ხსენებაო", რომ ქალსა და კაცს სიტყვის შეუბრუნებლად აესრულებინა ასეთი უმსგავსობა! არ ვუფრთხილდებით საუნჯესავით სარწმუნოებას, არ ვვარჯიშობთ, რომ გავიღრმავოთ და გავიფართოვოთ...
link