თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები
თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები
ვერავინ იტყვის, რომ ქართველმა ხალხმა არ იცის სიცოცხლის და მშვიდობის ფასი, არ იცის სამშობლოსთვის ბრძოლა და მსხვერპლის გაღება, წინაპართა ღვაწლის დაფასება და მოხსენიება.
იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს, თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს.
ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგია
ის, ვინც ოჯახს ქმნის, მზად უნდა იყოს, მსხვერპლად გაიღოს ყოველივე სხვისი ბედნიერებისათვის: უნდა შეეძლოს, ებრძოლოს ეგოიზმს, დაძლიოს თავისი ჩვევები, მოთხოვნილებები, სურვილები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავიც გაწიროს. ცოლ-ქმარს ერთმ... იხილეთ სრულად
როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა მართალთათვის, ქრისტემ კი თავი დადო ჩვენთვის, რომელნიც ვიყავით უცხონი, მტრები და მოწინააღმდეგეები მისთვის (შდრ. რომ. 5; 6-8).
თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი, და მისი წარმატებით ვხარობდეთ; განსაცდელის ჟამს კი, - ძალისამებრ ჩვენისა დავეხმაროთ
ნებისმიერი სახელმწიფო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისგან ითხოვს ერთგულებას, მოვალეობისადმი, - პასუხისმგებლობას, ომის დროს კი, - თავდადებასაც; ბუნებრივია, ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმა... იხილეთ სრულად