ავტორი:
ილია II
დიდგორის ომი - უკანდახევა ნიშნავდა ერის მოსპობას!
დიდგორის ომი - უკანდახევა ნიშნავდა ერის მოსპობას!
ჩვენი ერის წინაშე არაერთგზის დამდგარა მწვავე არჩევანი. ასე იყო 1121 წელსაც, როცა საქართველოს მოადგა მტრის 600 ათასიანი ლაშქარი, რომელსაც სურდა სამუდამოდ აღმოეფხვრა ქართველთა სახსენებელი. უკანდახევა ნიშნავდა მოსპობას ერისას. ერთიღა რჩებოდათ ქართველებს: ან გამარჯვება, ანდა ბრძოლის ველზე სახელოვანი სიკვდილი. ასეთი რწმენით შეება ურიცხვ მტერს ქართველთა 56-ათასიანი ლაშქარი და რამდენიმე საათიანი თავგანწირული ბრძოლის შემდეგ მეფე დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით დიდი გამარჯვება იქნა მოპოვებული. მემატიანემ ამ საარაკო ომს უწოდა „ძლევაი საკვირველი“, ეს იყო სახელოვანი დიდგორის ომი.