ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: გმობის ზრახვები
რა არის მიზეზი ღვთისმგმობი აზრებისა? აგრეთვე - ღვთისმშობლის, წმიდა ხატების, წმიდა საიდუმლოებების წინააღმდეგ მიმართული უკეთური აზრების?
თავი დავანებოთ ახლობლის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება უკეთური ზრახვებისა. არავინ უნდა იფიქროს, რომ ღვთისა და სიწმიდეების მგმობ ფიქრებში დამნაშავეა, თუ იგი მათ არ ეთანხმება და პირიქით, ეწინააღმდეგება. ეს ეშმაკებს უნდა მივაწეროთ. ეცადე არანაირი ყურადღება არ მიაქციო ამას (წმ. იოანე კიბისაღმწერელი).