ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ღვთის შემეცნება, საკუთარი თავის შეცნობა
47. ვინც ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა სიყვარულით შთაგონებული ღვთის შემეცნება, ის ბევრს ფიქრობს, თუ რას აკეთებს ღვთისნიერს. ხოლო ვინც ამას მიაღწია, გულში იმეორებს პატრიარქ აბრაამის სიტყვებს, რომელიც მაშინ წარმოთქვა, როცა ღვთის გამოცხადების ღირსი გახდა: "აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა" (დაბ.18,27).