ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: აღდგომა
ზეციური მამის ძენო და მისი სუფევის მემკვიდრენო, მისდიეთ, იჩქარეთ, იტირეთ, გიხაროდეთ, აცვრიეთ სიყვარულის ცრემლი. ჩაიძირეთ თქვენი გონებით მასში, ვინც თავისი სხეული ჩაფლა მიწაში, რათა ჩვენ ვეცხონებინეთ. ტკბილი იესო გარდამოხდა, რათა ჩვენ ავმაღლებულიყავით, მოკვდა და აღდგა, რათა ჩვენ აღვედგინეთ. გუხაროდეთ, იშვებდით, რადგან ღირსნი გახდით მისი ძეობისა, დატკბობისა მისი მარადიული სიკეთეებით და ჯერ კიდევ აქ თანასიხარულისა მის უსაზღვრო სიყვარულში