ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: უსამართლობა
21. გამოიძიე შენი თავისა და გაიცნობიერე, რომ მთავრებსა და ხელისუფლებს მხოლოდ სხეულზე აქვთ ძალაუფლება, არათუ სულზეც; ეს გახსოვდეს ყოველთვის. ამიტომ, თუკი ისინი გიბრძანებენ ვინმეს მოკვლას ანდა რამ ისეთს, რაც უწესოა, უსამართლოა და სულისთვის მავნე, არ გმართებს მათი მორჩილება, თუნდაც რომ ტანჯონ შენი სხეული, რადგან ღმერთმა თავისუფალი და თვითუფლებრივი შექმნა სული, რომელიც, სწორედ ამის შედეგად, ან კეთილად მოქმედებს, ან უკეთურად