ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: მონაზონთათვის
მონაზონს მაშინ აქვს დრო, როცა მასთან მადლია და შეეწევა და ადამიანი სამოთხეში იმყოფება, და ცხოვრებას ისე ატარებს, როგორც ხორციელი ანგელოზი. მაგრამ როცა მადლი მიდის, მაშინ ყოველ წამს ჯოჯოხეთის მოწამლულ წყალს სვამს. წყვდიადი და სულის ტანჯვა. მაგრამ კვლავ - ნათელი და ნუგეში და კვლავ - ულმობელი ტანჯვა.
ხოლო ის, ვინც ქორწინებაშია, საშუალო გზით მიდის: არც დიდი აღმართებია და არც დიდი დაღმართები. ამგვარად, ღმერთმა უშველოს ყველას იმ ტვირთის ტარებაში, რომლის ზიდვაც ძალუძს.
რადგან დიდი სიმძიმე და ღვაწლია მონაზვნურ ცხოვრებაში. და მოსულს უდიდესი სიფრთხილე და ბუნების მუდმივი იძულება მართებს. და რომ მხნეობამ სიცოცხლის ბოლომდე არ მიატოვოს, ყურადღება რომ არ მოადუნოს. რადგან სხვაგვარად მყის ეცემა და იღუპება. რადგან სისხლისმსმელი და ვერაგი ეშმაკები ფხიზლობენ და შესაფერის დროს ელიან. ასე რომ, დაე ღმერთმა განგვანათლოს და დაგვიფაროს