image

თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა

87. ჭეშმარიტი ადამიანი იმას ცდილობს, კეთილმსახური იყოს, ხოლო კეთილმსახური ისაა, ვისაც არ სურს რაიმე უცხო, ადამიანისთვის კი უცხოა ყველაფერი, რაც ქმნილებაა. ამიტომ, ყოველივეს მოიძაგებს იგი როგორც ღვთის ხატად მყოფი, ხოლო ღვთის ხატი მაშინ ხდება, მართლად როს იღწვის და ღვთისთვის სათნოდ, მაგრამ არ ძალუძს ამგვარი გახდეს, თუ ამქვეყნიურს არ განუდგება. ღვთისმოყვარე გონების მქონემ იცის მთელი ის სულიერი სარგებლობა და ღვთისმოსაობა, მისგან რაც ქმნილა. ღვთისმოყვარე კაცი სხვას არავის კიცხავს იმაში, რაშიც თვით სცოდა, ეს კი ნიშანია ცხონებადი სულისა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები