ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: გონება
130. ვისაც გონება აქვს, იცის თავისი თავი, თუ რა არის (რომ ადამიანი ხრწნადია), ხოლო თავისი თავის მცოდნემ ყოვლიერება იცის (რომ ღვთის ქმნილებაა იგი და რომ შექმნილია ადამიანის ცხონებისათვის), რადგან ყოვლის შეცნობა და მართლად რწმენა ადამიანის უფლებამოსილებაშია, ხოლო ასეთმა კაცმა ურყევად იცის, რომ ამქვეყნიურთა უარმყოფელებს გასაჭირი უმცირესი აქვთ, სიკვდილის შემდეგ კი ისინი საუკუნო შვებასა და მოსვენებას იღებენ ღვთისგან.