image

თემა: საკუთარი თავის შეცნობა

142. ისევე, როგორც ის ადამიანები, რომლებიც რაღაც საჭირობისა თუ ვითარების გამო იძულებული გახდნენ ჩავარდნილიყვნენ ძალიან დიდ მდინარეში, თავს დააღწევენ მას, იფხიზლებენ რა, რადგან თუნდაც მძლავრი იყოს დინება, ისინი, მცირედით დაბნეულები, თუკი რასმე შემაღლებული ადგილის მსგავსს მოეჭიდებიან, გადარჩებიან, მაგრამ თუ ვინმე მთვრალი იქნება, ათასგზისაც რომ სცადოს მან ნაპირამდე მიცურვა, მაინც დამარცხდება ღვინისგან, დინებაში ჩაინთქმება და ცოცხალთა მიღმა აღმოჩნდება, ამგვარადვე სულიც ამ ცხოვრების დინებათა კვეთებასა და მიმოქცევაში ჩავარდნილი, თუ არ გამოფხიზლდება ნივთის ბოროტებისგან და არ შეიცნობს თავის თავს, რომ იგი, ღვთიური და უკვდავი, გამოსაცდელად იქნა თანაშეკრული სხეულის სწრაფწარმავალ, მრავალვნებად და მოკვდავ ნივთიერებასთან, მიიზიდება რა სხეულებრივ სიამეთა მიერ წარწყმედისაკენ, ასეთი სული, თავისი თავის მომძაგებელი, უმეცრებით მთვრალი და არშემწევნელი თავისივე თავისა, წარიწყმიდება და ცხონებულთა მიღმა აღნოჩნდება, რადგან სხეული ხშირად სწორედ მდინარისებრ თანამიგვითრევს ჩვენ უღირსი სიამეებისკენ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები