ავტორი:
წმ. ესაია განშორებული
თემა: გონება
19. თუკი გონება გაძლიერდა და ამზადებს თავის თავს, რომ კვალში მიჰყვეს სიყვარულს, რითაც იშრიტება სხეულის ყველა ვნება, ამასთან თუ იგი ამ სიყვარულის ძალით არ უთმობს ბუნებისგარეგანს რასმე, რომ იმძლავროს გულზე, ამგვარი გონება იმ ზომამდე წინ აღუდგება ბუნებისგარეგანს, სანამ ბუნებითისგან არ გამიჯნავს მას (იგულისხმება, რომ ცოდვის გზით ადამიანის ბუნებაში შემოღწეული ბუნებისთვის უცხო ანუ ბუნებისგარეგანი თვისებები იმ ზომამდე შეერწყმის ბუნებისეულს, რომ ადამიანთა უმრავლესობას უჭირს, გამიჯნოს თავის თავში, ერთი მხრივ, რაც ბუნებისეულია და, მერე მხრივ, რაც გარედან შემოიჭრა მასში. განღმრთობილი