თემა: გული

23. საღვთო წერილი, ძველიც და ახალიც, ყველა ადგილას გულის დაცვაზე საუბრობს. პირველად ტკბილმგალობელი დავითი ღაღადებს: "ადამიანის ძენო, სანამდე იქნებით გულმძიმენი?" (ფს. 4.3), და კიდევ: "მათი გული ამაოა" (ფს. 5.10), ამაოებით თქმულთა შესახებ კი ასე ამბობს: "რამეთუ თქვა თავის გულში, არ შევირყევი" (ფს.9.27), და კვლავ: "რამეთუ თქვა თავის გულში, დავიწყებული აქვს ღმერთს" (ფს.9.32), და ბევრი სხვა ამგვარი . მართლაც, მართებს მონაზონს, რომ შეიცნოს წერილის აზრი, თუ ვისდამი მეტყველებს იგი და რომელ ჟამს, შემდეგ კი დღენიადაგ იტვირთოს სამოღვაწეო ასპარეზობა, ყურადღებით იყოს მეტოქის შემოტევათა მიმართ, ხომალდის მესაჭისებრ გადალახოს ტალღები მადლის მიერ მართულმა, არ გადადრკეს გზისგან, მხოლოდ თავისთავს შეეკრძალოს და მდუმარებაში ეზრახოს ღმერთს განუბნეველი აზრითა და წრფელი გონებით.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები