ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: ცოდნა
83. ნუ იტყვი, რომ არ იცი ის, რაც საჭიროა, და ამიტომაც, არ აკეთებ რა მას, თითქოს უდანაშაულო ხარ, რადგან რაც კი კარგი იცი, ისინი რომ გეკეთებინა, სხვა დანარჩენიც გაგეცხადებოდა შენ, შეიცნობდი რა ერთისგან მეორეს, მსგავსად ოთახებისა (როგორც ერთ ოთახს გავყავართ მეორეში, მეორეს – მესამეში და ა.შ. ანალოგიურად ერთი სიკეთის შეცნობით მეორის კარი გვეხსნება, მეორით – მესამისა და ა.შ.). არ გარგებს შენ პირველთა მომუშაკებამდე (ე.ი. პირველი რიგის, უკვე ნაცოდნი სიკეთეების აღსრულებამდე) მეორეთა ცოდნა, რადგან ცოდნა, გაურჯელობის გამო, აამაყებს ადამიანს, სიყვარული კი, ყოვლის დათმენის გამო, აღაშენებს მას (შდრ. I კორ. 8.1).