ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: სულიერი ბრძოლა
139. კვეთება ესაა გულის უსახო აღძრულობა, გამოცდილთაგან გასაღების მსგავსად წინდაწინვე ხელთგდებული (ე.ი. არა საკუთარი წარმოსახვების მიზეზით აღძრული შემოტევა ცოდვისმიერი გულისზრახვისა, არამედ გარეგანი მიზეზებისგან, უკეთური ძალისგან გამოწვეული უკეთური აღძრულობა გულისა, რაც გასაღების მსგავსად უხსნის კარს ყველა ვნებას. ამიტომ, გამოცდილნი სწორედ ამ „გასაღებს“ „მიიტაცებენ“, ანუ გარეგანი ძალის მაცთუნებელ ზემოქმედებას გამოვლინების ანუ „კვეთების“ პირველი წამიდანვე ახოვნად უკუაქცევენ, რითაც სხვა ვნებებისთვის დახშული რჩება მათი გულის კარი).