ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: საშინელი სამსჯამრო
126. თუკი არც უსამართლოდ მოქმედს უნარჩუნდება ნაჭარბევი, არცთუ უსამართლობის მსხვერპლს აქვს სინაკლულე, მაშ, „ხატებაში მიმოდის რა ადამიანი, ამაოდღა შფოთავს“ (ფს. 38. 7). (მუხლის აზრი ისაა, რომ უფლისმიერი მართლმსაჯულება არც უსამართლოდ მომხვეჭელს შეუნარჩუნებს ჭარბად მოხვეჭილს და არც შეუაცხყოფისა და უსამართლობის განმცდელს დატოვებს ნაკლულევანს, არამედ უკლებლივ ყველა ადამიანს, დამსახურებისამებრ, თანაბრად მიაგებს კუთვნილს. რაც შეეხება მუხლში დამოწმებული ფსალმუნური ციტატის "ხატებას", იგი გუისხმობს ამა სოფელს, წარმავალ წუთისოფელს, რაც განქარვებადი აჩრდილია, ოდენ ზმანებითი ხატია ანუ ანარეკლია და არა ჭეშმარიტი არსებობა).