ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: უპოვარება
148. რჯული სახისმეტყველებითად ბრძანებს, რომ ექვს დღეს ვსაქმობდეთ და მეშვიდე დღეს ვისვენებდეთ (გამოსლ. 20.9). ეს იმიტომ, რომ სულის საქმეა ქონების ანუ სიმდიდრის გზით ქველმოქმედება, ხოლო ამავე სულის მოცალეობა და მოსვენება – ყველაფრის გაყიდვა და გლახაკებისთვის დარიგება, თანახმად უფლის სიტყვისა (მთ. 18.21), რომ იგი, უპოვარების მიერ მოსვენებული, გონითი სასოებით მოცალეობდეს. პავლეც იქითკენ გვასწრაფებს, რომ სწორედ ამ მოსვენებაში შევიდეთ მთელი გულმოდგინებით. ასე ამბობს იგი: „ვესწრაფოთ შესვლას იმ მოსვენებაში“ (ებრ. 4.11).