თემა: წუთისოფლის საზრუნავები

224. ამის მცოდნე უფალი გვამცნებს ჩვენ, როდესაც გვეუბნება: „ნუ ზრუნავთ ხვალისთვის“ (მ. 6. 34), და ჯეროვნადაც, რადგან ვინც ნივთთაგან და მათზე ზრუნვისაგან არ გათავისუფლებულა, როგორღა შეძლებს უკეთურ გულისზრახვათაგან თავის დაღწევას? ხოლო გულისზრახვებით გარემოცული როგორღა იხილავს მათ მიერ დაფარულ გვამოვან ცოდვას (ე.ი. ჰიპოსტასურ ცოდვას, ანუ ცოდვას, რომელიც აბსტრაქტული რამ იდეა კი არ არის, არამედ პიროვნებაში ანუ ჰიპოსტასში რეალურად, შთამკვიდრებულად მოქმედი), რაც არის წყვდიადი და ბურუსი სულისა, უკეთური აზრებისგან და საქმეებისგან დასაბამის მიმღები, როდესაც, ერთი მხრივ, ეშმაკი ძალდაუტანებელი თავდასხმის შედეგად გამოცდას აწყობს და ცოდვის სათავეს წარმოაჩენს, მეორე მხრივ კი ადამიანი წადიერად შეეტკბობა მას გემოთმოყვარეობისა და ცუდმედიდობის მიერ (რადგან თუნდაც რომ განსჯითად არ ყოფილიყო იგი ამის მსურველი, მოქმედებითად მაინც მოწადინე იყო და შემწყნარებელი), ხოლო ამ გარემომცველი ცოდვის ვერდამნახავი როდისღა ილოცებს იმაზე, რომ განიწმინდოს მისგან? ამასთან, თუ განწმენდილი არ იქნება იგი, როგორღა პოვებს წმინდა ბუნების ადგილს (შდრ. ეზეკ. 37.27), ხოლო ხსენებულ ადგილს თუ ვერ ჰპოვებს, როგორღა იხილავს შინაგან სახლს ქრისტესას, თუკი ვართ ჩვენ სახლი ღვთისა, თანახმად საწინასწარმეტყველო, სახარებისეული და სამოციქულო სიტყვისა (ზაქარ. 2.10; ინ. 14, 23; I კორ. 3.16; ებრ. 3.6)?
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები