ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: მცნებათა დაცვა
223. ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას, სამართლიანობასა და სიბრძნეს წარმოაჩენს და ამათ ძალას სმენის გზით შთანერგავს წადიერად მსმენელებში. ამიტომაც, უმოწყალოებმა და უსამართლოებმა, უსიამოვნოდ რომ უგდებდნენ ყურს, ვერ შეძლეს ღვთის სიბრძნის შეცნობა, არამედ ჯვარსაც კი აცვეს იგი, დამმოძღვრელი. მაშ, დავუკვირდეთ ჩვენც, წადიერად ვუსმენთ მას თუ არა (შდრ. მრ. 12.37), რადგან თქვა მან: „ჩემი მოყვარული დაიცავს ჩემს მცნებებს და იგი შეყვარებული იქნება ჩემი მამის მიერ, და მე შევიყვარებ მას და გამოვუჩენ მას ჩემს თავს“ (იონ. 14.21). ხედავ, თუ როგორ დაფარა მან თავისი გამოჩინება მცნებებში? დიახ, ყველა მცნების გარემომცველია ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარული, რაც შემყარდება ნივთთაგან განშორებისა და გულისზრახვათა დაწყნარებულობის შედეგად.