თემა: სულიერი მღვიძარება

1. მღვიძარება ესა სულიერი საშუალება, რომელიც, გახანგრძლივებული და გულმოდგინედ წარმართებული, ღვთის შეწევნით ადამიანს ყოვლითურთ ათავისუფლებს ვნებადი გულისზრახვებისგან, სიტყვებისგან და უკეთური საქმეებისგან, მიჰმადლებს რა მას, ამგვარად წარმართებული, დატევნისამებრ, მიუწვდომელი ღვთის უცთომელ ცოდნას და საღვთო და დაფარულ საიდუმლოთა განმარტებას, არის რა იგი ძველი და ახალი აღთქმის ყველა მცნების აღმსრულებელი და სამერმისო საუკუნის ყველა სიკეთის გარემომცველი. საკუთრივ იგია გულის განწმენდილობა, რაც თავისი სიდიდისა და მშვენიერების ანუ, უფრო საკუთრივად რომ ვთქვათ, ჩვენი უგულისყურობის გამო, დღეისათვის მეტად იშვიათია მონაზონთა შორპრის. სწორედ ამას ნეტარყოფს ქრისტე, როდესაც ამბობს: „ნეტარნი არიან გულით განწმენდილნი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მთ.5.8), ხოლო არის რა ამგვარი, ძვირად შეიძინება. მღვიძარება, ადამიანში გახანგრძლივებული, მართებული და ღვთისსათნო ცხოვრების წინამძღვრად უხდება მას. იგია, აგრეთვე, შესვლა მჭვრეტელობაში, ამასთან გვასწავლის ჩვენი სულის სამნაწილედობის (იგულისხმება სულის სამი ნაწილი: გულისწყრომითი – რისხვითი, რეაგირებითი ანუ ირასციბილური, გულისთქმითი – მოსურვებითი, ნდომითი და გონითი – აზროვნებითი ანუ ლოგისტური, პნევმური) მართებულად აღძვრას და გრძნობის ორგანოების უსაფრთხოდ დაცვას, ყოველდღიურად ზრდის რა ოთხ ძირითად სათნოებას თავისთან მაზიარებელში.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები