ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: სულიერი მღვიძარება
50. რაოდენ კარგი და საამური, ნათლიერი და უტკბილესი, ყოვლადტურფა, გაცისკროვნებული და მშვენიერი სათნოებაა მღვიძარება, შენ მიერ, ქრისტე ღმერთო, კეთილად წარმართული და ფხიზელი ადამიანური გონებისგან დიდი სიმდაბლით სავალი, რადგან განავრცობს იგი თავის რტოებს მჭვრეტელობათა ზღვამდე და უფსკრულამდე, და თავის ყლორტებს – საამურ და საღვთო საიდუმლოთა მდინარეებამდე (შდრ. ფს. 79.12), ამასთან არწყულებს გონებას, დიდი ხნიდან უღვთოებით გამხმარს უკეთურ სულთა გულისზრახვებისა და ხორცის მტრული განზრახულების სიმლაშისგან, რაც არის სიკვდილი.