ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: მცნებათა დაცვა
79. როდესაც უფალმა ინება გაეცხადებინა, რომ ყველა მცნება სავალდებულოა, ძეობილობა კი თავისი სისხლით მოუბოძა ადამიანებს, თქვა: „რაჟამს აღასრულებთ თქვენდამი ნამცნებთ, თქვით: „უსარგებლო მონები ვიყავით და ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა“. ამიტომ, არა არის საქმეთა საზღური ცათა სასუფეველი, არამედ უფლის მადლია იგი, სარწმუნო მონებისადმი გამზადებული. არ ითხოვს მონა თავისუფლებას როგორც საზღაურს, არამედ მადლობას იხდის იგი როგორც მოვალეობის მქონე და მადლიერებით მოელის მას (თავისუფლებას).