ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიძვა
ვისაც სურს, რომ სიძვის ეშმაკი ნაყროვანებითა და სიმაძღრით დაამარცხოს, იმას მიაგავს, ვინც აგზნებული ხანძრის ჩაქრობას ზეთით ცდილობს. ვინც მხოლოდ მარხვით ცდილობს ამ ვნებას შეებრძოლოს, ის იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც მორევიდან გამოცურვას მხოლოდ ერთი ხელის მოსმით ლამობს. მარხვას სიმდაბლე შეუთავსეთ, რადგან პირველი მეორის გარეშე უსარგებლოა.