ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გონების დაცვა
143. როგორც წესი, სიტყვისგება (შეპასუხება, სიტყვიერი დაპირისპირება) ახშობს გულისზრახვებს, იესოს ხმობა კი განდევნის მათ, რადგან როდესაც უკეთური ძალის შემოტევა გრძნობადი ნივთის წარმოსახვის გზით სულში შთაისახება, იქნება ეს სახე იმისა, რაც ჩვენ მწუხარებას გვგრის, ანდა წარმოსახვა რაღაც სიამისა (ვთქვათ ქალისა, ოქროსი ან ვერცხლისა), თუკი ეს ყოველივე სათითაოდ მოექცევა ჩვენს გონებაში, მყისვე გამოაშკარავდებიან ის გულისზრახვები, გულს რომ ავმეხსიერებით, სიძვითა და ვერცხლისმოყვარეობით აოცნებებენ, და თუ ჩვენი გონება გამოცდილია და განსწავლული ჩვევაში მქონე იმისა, რომ დაიცვას თავისი თავი და ნათლად და გამჭვირვალედ ხედავდეს ხიბლისმიერ წარმოსახვებსა და უკეთურ ძალთა მაცთუნებლობებს, მყისიერი მოგერიების, სიტყვისგებისა და იესო ქრისტეს ლოცვის მიერ ადვილად აქრობს ეშმაკის ცეცხლმოდებულ ისრებს, არ ანებებს რა ვნებად წარმოსახვას, შემოტევასთან ერთად თანააღიძრას, ანთუ წარმოდგენასთან ერთად ვნებადად თანადაისახონ ჩვენეული გულისზრახვები, ან კიდევ სიყვარულით თანაშეეზრახონ მას და მრავალგონებობა თუ დათანხმებულობა გამოავლინო, რომელთაც გარკვეული აუცილებლობით მოედევნება უკეთური საქმეები, ისევე როგორც დღეებს – ღამეები.