
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: საშინელი სამსჯამრო
ამ ქვეყანაზედ, რაც უნდა საშინელი ჭირი შეემთხვიოს კაცსა, მაშინ ანუგეშებს თავსა თვისსა მით, რომელ ოდესმე გათავდება ჭირი მისი. ვსთქვათ, რომელ ერთი რაიმე ისრეთი უბედურება შეემთხვევა კაცსა აქა, რომ სიკვდილამდე უნდა ითმენდეს მას, გარნა სიკვდილით მაინც მოსპობს უბედურებასა მისსა. ხოლო უკანასკნელი ესე სამსჯვარო მით უმეტეს საშინელ და შემმუსვრელ სულისა, რომელ განჩინება მისი იქმნება უკანასკნელი, წარწყმედა და ტანჯვა ცოდვილისა დაუსრულებელი.