ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მართლმადიდებლობა
ვინაიდგან გვაქვს სასოება მომავალისა ცხოვრებისა, მაშასადამე, ჰაზრიცა ჩვენი და სარწმუნოება უნდა იყოს მართალი და მართლმადიდებლი. ჩვენ გვრწამს და ვაღიარებთ, რომელ ღმერთი არის შემოქმედი და მმართველი ყოვლისა ქვეყანისა, რომელმან მოავლინა ძე თვისი გამოხსნისათვის კაცისა, კაცი ცხოვნდება და განათლდება მხოლოდ საშუალებითა სულისა წმიდისათა, ღმერთი მიაგებს ყოველსა კაცსა საქმეთაებრ მისთა. ესე ვითარნი და ამის მსგავსნი ჰაზრნი და სწავლანი არიან საფუძველნი ჩვენის სჯულისა და სასოებისა და არ შეუძლიან ეკლესიასა, რომ არ ამხილოს მათი წინააღმდეგნი, მისთვის რომელ, ვინც გამოსცვლის და წინააღუდგება სწავლასა ამას, იგი საფუძვლიანად არღვევს სჯულსა ჩვენსა.