ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ღმრთისმშობელი
წინასწარმეტყველი დავით ორმეოცდამეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: „ყოველი დიდება ასულისა მეუფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად–პირადად“. ესე იგი დიდება და ღირსება მეუფისა ასულისა არის შინაგან გულსა და სულსა მისსა, თუმცა, ამასთანავე, იგი შემკულ არს ოქროვანითა შესამოსელითა პირად–პირადად. წმიდანი მამანი გვიმარტავენ ჩვენ, რომელ სიტყვათა ამათ შინა დავით მეფე წინასწარ მოასწავებდა ყოვლადწმიდასა დედოფალსა მარიამს.