ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: დედაკაცი
ქალის ბუნება, ძმანო ჩემნო, მით განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან, რომელ ქალი ცხოვრებს უმეტესად გულითა და გრძნობითა, ხოლო მამაკაცი გონებითა. ქალი, ვგონებ, მაშინ არის თვითონაც კმაყოფილი და ბედნიერი, როდესაც შეუძლიან მიზღვევა და მინიჭება უხვისა გულითადისა სიყვარულისა მისთა მახლობელთა: ქმარსა, ძმასა და სხვათა მახლობელთა პირთა; ერთი სიტყვით, იგი მაშინ არის ბედნიერი, როდესაც სხვას აბედნიერებს.