ავტორი:
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
თემა: დედაკაცი
50. როგორი უნდა იყოს ქრისტიანი დედაკაცი?
დედაკაცად შობილი მამაკაცთათვის ჩვეულ მედიდურობას ნუ მიინიჭებ და ნურც გვარ–ტომობით აღიმაღლებ თავს, ნურც შესამოსელით გაყოყოჩდები და ნურც ჭკუა–გონებით იამპარტავნებ. გონება შენი მეუღლეობის კანონს მორჩილებდეს, რამეთუ საკვრელი ქორწინებისა ქმრისას და ცოლისას ყოველსავე ერთ–ჰყოფს