ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: დედაკაცი
მრავალნი აქ მსმენელთა მაკაცთაგანი შენატრიან მათ, რომელთა ღმერთმან მისცა ესრეთი გონერი და მხნე მეუღლე. გარნა შეიძლება რომელთამე მსმენელთა და უმეტესად ქალებთა ესრეთ იფიქრონ თავის გულში: რა არს, რომელ სოლომონ (სოლომონ ბრძენი) აქებს ერთსა მხოლოდ შრომასა და დაუძინებელსა მუშაობასა დედაკაცისასა? ნუთუ თვინიერ ქსოვისა და კერვისა სხვა უფრო პატიოსანი საქმე არ უნდა ჰქონდეს დედაკაცსა და თვინიერ დაუძინებელისა შრომისმოყვარებისა სხვა თვისება არ უნდა შეიძინოს მან? არა, ძმანო და დანო ჩემნო, სხვანიცა მრავალნი თვისებანი უნდა ჰქონდეს დედაკაცსა და სხვანიცა მრავალნი პატიოსანნი საქმენი შეუძლიან მან აღასრულოს. გარნა შრომისმოყვარება ანუ მხნეობა, პირველად, არის ისრეთი ძვრიფასი თვისება, რომელიც იპყრობს შორის მისსა ყოველთა სხვათა მაღალთა თვისებათა.