ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: დედაკაცი
იქმნება ვინმე ქალთაგანმა კიდევ მითხრას: ესრეთი დაუძინებელი შრომა და მოღვაწება შეეფერება მხოლოდ მდაბიო ღარიბთ დედაკაცთა, გარნა ვინც არის მდიდარი და ვისაც მრავალი მოახლე ჰყავს, მან რათ უნდა გასწიროს თავი? არა, დაო ჩემო, ფრიად შეცდომილი არის ეს ჰაზრი. ღმერთმან ყოველ ადამიანს დაუნიშნა შრომა და მუშაკობა. გარნა ჩემი სიტყვა რა საჭირო არის აქ. მაგალითი სიტყვაზედ უმჯობესია. მხნე იგი დედაკაცის აღწერა სოლომონისა დედამ უთხრა მას. სოლომონ მეფის დედა ღარიბი რათ იქმნებოდა, მაგრამ თვითონ იგი იყო ის მხნე დედაკაცი, რომელსა აღწერს შვილი მისი.